სიახლები

04-05-2017 2016-2017 წელს ქ.ფოთის N8 საჯარო სკოლაში მოეწყო საქალაქო ღონისძიება ქიმიაში "ჩემი თვალით დანახული ქიმ

2016-2017 წელს ქ.ფოთის N8 საჯარო სკოლაში მოეწყო საქალაქო ღონისძიება ქიმიაში "ჩემი თვალით დანახული ქიმია, რომელშიც მონაწილეობდნენ ამ სკოლის VIII, IX, X და XI კლასის მოსწავლეები. ღონისძიებას ესწრებოდნენ და მაღალი შეფსება მისცეს ქალაქის სხვადასხვა სკოლის მასწავლებლებმა. ღონისძიებაზე კლასები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ მოსწავლეები დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემაში, ატარებდნენ სახალისო და საგაკვეთილო ექსპერიმენტებს, ლამაზად წარმოაჩინეს ქიმიისა და მუსიკის კავშირი სხვადასხვა სიმღერების და მხატვრული ნომრების შესრულებით, ასევე წარმოჩენილი იყო ლამაზი თემები, მათ შორის "სიყვარული ქიმიაა", გადაწყდა, რომ ყოველი წლის მაისის ბოლოს ტრადიციულად ჩატარდეს მსგავსი ღონისძიება.

ნანახია 2493-ჯერ